პრემიერის განცხადება - ეუთო/ოდირის მოწვევა
„ქართული ოცნების“ გუნდის ახალი გადაწყვეტილება – ხელისუფლება ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად იწვევს. შესაბამისი განცხადება ცოტახნის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განმარტა, მიზეზი მარტივია – არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვა და სპეკულაციის საფუძველი რომ არ დარჩეს. როგორც ირკვევა, სადამკვირვებლო მისიას შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
მარიამ ბერძენიშვილი დაესწრო ბრიფინგს და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს.