პრემიერის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრემიერ-მინისტრმა წყალტუბოში, მერობის კანდიდატთან და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, შედარება მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მერის არჩევნებში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.

პრემიერის განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

თამუნა წიკლაური თემის დეტალებით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – როგორ აფასებენ პოლიტიკოსები პრემიერის განცხადებას?