პრემიერის განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება 

მზადება არჩევნებისთვის თუ რეფერენდუმისთვის -კითხვა, რომელიც პოლიტიკოსების განცხადებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება.

ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტად განიხილება. შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის მიუხედავად, ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში მმართველ გუნდს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს. გამონაკლისი ალეკო ელისაშვილის პარტიაა, რომელიც ვადამდელი არჩევნების პერსპექტივას ვერ ხედავს.

2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება – თავის მხრივ, ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომელიც ოპოზიციამ ამჯერად პრემიერისგან მოისმინა.