პრემიერის განცხადება

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.

გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნატო-სთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.

სტუმრებს მიეწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებაზე.