პრემიერის განცხადება

12:02, 04.08.2026

საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რომელიც მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდა, რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. მისივე თქმით, პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია – ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა.

ირაკლი კობახიძე ბოლო პერიოდში გამოვლენილ დამოკიდებულებას ყალბს უწოდებს და მისი შეფასებით, თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.

 

მსგავსი