პრემიერის განცხადება
ეუთო-ს რეკომენდაციებს „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გაუგებარს და დაუსაბუთებელს უწოდებს.
ირაკლი კობახიძემ დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებზე განმარტებები გააკეთა. არჩევნები, გამჭვირვალობის კანონის გაუქმება და სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება – სწორედ ამ მიმართულებებზეა რეკომენდაციებში საუბარი. 24 ქვეყანა მოუწოდებს მთავრობას, რომ დროულად შეასრულოს ისინი. პრემიერის საპასუხო განცხადებას სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში.