პრემიერის განცხადება

„1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.