პრემიერის განცხადება

საქართველოს პრემიერ მინისტრი მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქმეზე გამოსაკითხ პირთა წრე პროკურატურის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას აქციის დაშლის დროს ადამიანების დაშაბევის გამო, თუმცა გიორგი გახარია გამორიცხავს რომ პოლიციას მოქალაქეებისთვის დამიზნებით ესროლა. გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 20 ივნისის ღამეს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც უნდა აიღონ.