პრემიერის განცხადება

რაც 20 ივნისს პარლამენტში მოხდა, შეცდომაა. ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა. შედეგად დაზარალდნენ ადამიანები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ მომხდარს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება მიეცემა, მათ შორის, ძალის შესაძლო გადამეტების თაობაზე.  გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის კი, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ომბუდსმენს და საერთაშორისო საზოგადოებას.