პრემიერი - ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება

ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

ინიციატივის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც უმრავლესობის გაფართოებული სხდომა ჩატარდა.