პრემიერის გამოსვლა პარლამენტში - ნინო ბურჯანაძის განცხადება

ნინო ბურჯანაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, აკრიტიკებს მთავრობის მეთაურის მოხსენების აქცენტებს. კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ მოხსენებაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო ხელისუფლების დადებით მხარეებზე. ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ გასცა დაპირებები, რომლებიც ამ დრომდე არ შესრულებულა.