პრემიერის გამოსვლა პარლამენტში - დავით ჭიჭინაძის განცხადება

დავით ჭიჭინაძე სესხების გადავადების პერიოდში კრედიტებზე დარიცხული დამატებითი პროცენტების გაუქმებას ითხოვს. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერის განმარტებით, ყველა ახალი პროცენტის დარიცხვის შესახებ პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყო.

მისი მტკიცებით, გიორგი გახარიამ გუშინ დაადასტურა, რომ სესხების კაპიტალიზაციის გარეშე გადავადება როგორც გასულ, ასევე, მომავალ სამ თვეს ეხება. დავით ჭიჭინაძე ამ პროცესის აქტიურ მონიტორინგს გეგმავს.