პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენასამბლეაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად, გაერო-ს „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ შესთავაზა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თბილისში საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლოს, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.