პრემიერის გამოხმაურება „ქოლცენტრების საქმეზე“

„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული „ბიბისის“ მიერ, გადაფარონ“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე.