საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. პრემიერი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის საკითხს. მისი თქმით, ამის მოლოდინი არსებობს და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.