პრემიერის გაფრთხილება შემოსავლების სამსახურს

პრემიერის გაფრთხილება შემოსავლების სამსახურს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობასა და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

შეხვედრაზე გახარიამ განაცხადა, რომ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება ყველას გამოწვევა იქნება, რასაც ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა სჭირდება.

შეხვედრას ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი