კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით საქართველოს პრემიერი პარლამენტში 27 მაისს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან დაკავშირებით, კვლავ აქტუალურია კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. მსჯელობა იქნება როგორც შესრულებულ სამუშაოზე, ისე სამომავლო გეგმებზე.
პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ, უკვე წლიური ანგარიშით ივნისში წარდგება, სადაც განხილული იქნება ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური განვითარების საკითხები.