პრემიერის ანგარიში და პოლიტიკური დებატები

პარლამენტმა პრემიერის მოსმენა დაასრულა.

დღეისთვის გადმოტანილმა პოლიტიკურმა დებატებმა ხმაურიანი გამოსვლების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის ლიდერებმა ტრიბუნა მთავრობის მწვავე კრიტიკისა და მძიმე ბრალდებებისთვის გამოიყენეს. ხელისუფლების ოპონენტები პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს და ქვეყნის განვითარების ხედვას უშინაარსო და არაფრის მთქმელ დოკუმენტად მიიჩნევენ და „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიუთითებენ, დებატების დროს განსაკუთრებით  აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც სხდომათა დარბაზში დღესაც თავმჯდომარის გარეშე იყვნენ წარმოდგენილები. პარტიის წევრმა საბჭოთა კავშირის ჰიმნიც კი ჩართო. წინა გამოსვლების მსგავსად, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებით მწვავე რიტორიკის მთავარი ადრესატი. შემაჯამებელი გამოსვლის ნაწილი პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის და ბოლოდროინდელი ქმედებების კრიტიკას მიუძღვნა.

დატოვე კომენტარი