პრემიერი ზუგდიდში

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას არ გამორიცხავს პრემიერი, რომელიც რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს.

მამუკა ბახტაძემ საკუთარი გეგმები ამჯერად სამეგრელოს მოსახლეობას გააცნო. მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის მთავარ მიზეზებზე. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამებზე გაკეთდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი შესაცვლელია. ზუგდიდში ჩასულ პრემიერს განმარტების გაკეთება მცირე მთავრობის კონცეფციაზეც მოუხდა.