პრემიერი უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნგრეთში საქართველოს პრემიერი პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად უნგრეთის ისტორიული დღის აღმნიშვნელ ღონისძიებებს ესწრება. ბუდაპეშტში 1956 წლის მოვლენებს და რევოლუციის 70 წლისთავს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებებზე იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელები. 70 წლის წინ უნგრეთში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით დემონსტრაციები მასშტაბურ პროტესტში, სახალხო აჯანყებასა და ანტისაბჭოთა რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა, რასაც საბჭოთა ძალებთან შეტაკებები და ქვეყნის სათავეში დროებით ახალი მთავრობის მოსვლა მოჰყვა. 37 წელია, 23 ოქტომბერი უნგრეთში ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული.
გამოიყენებს თუ არა ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, – თათია ტაბეშაძე დეტალებით ბუდაპეშტიდან.