პრემიერი თუშეთში ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრემიერ-მინისტრი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი