პრემიერი ტექნიკურ უნივერსიტეტში

„წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში,“ – ასე ქვია სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.

ღონისძიებაზე დღეს სიტყვით  პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით,  საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა.

ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით გაიღრმავონ და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა.