პრემიერი ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პასუხს ეხმაურება

არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მიმართვა და მოსკოვის პაუხი, – ეს არის ის საკითხები, რაზეც საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც და ისაუბრა იმ მონაცემებზე, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ გამოაქვეყნა.

დღესვე მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგემება.