პრემიერი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წერილს გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდებთან თანამშრომლობისათვის მზად არის. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის გაუქმებით, მომავალ თაობას პოლიტიკაში ჩაერთვის მეტი შესაძლებლობა ეძლევა. მამუკა ბახტაძე ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას გააერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. ახალგაზრდები 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ.