პრემიერი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება

საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს და დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეპისტოლეში ყველა ის გზავნილი იყო, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.