პრემიერი საკურორტო ინფრასტრუქტურით უკმაყოფილოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკურორტო ინფრასტრუქტუის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ზაფხულისა თუ ზამთრის კურორტებზე არსებული ვითარებით. მთავრობის მეთაური ინფრასტუქტურის მოწყობაზე და კურორტებზე დამსვენებლის მიღების მზაობაზე პასუხისმგებელ პირებს მიმართავს. ბახტაძეს დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები და უწყებები, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება ბევრს ეხება. პრემიერი დარწმუნებულია მომავალ ტურისტულ სეზონებს ქვეყანა უკეთ მომზადებული შეხვდება.