პრემიერი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკეს, გუჯი ამაშუკელს შეხვდა. ხელოვანი თბილისში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაერო-ს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდა გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ არის აღიარებული. მას მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების ჯილდო.