პრემიერი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერის როლი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.