პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა უკვე  2 საათია მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის წარმატებით დასრულებაზე გაამახვილა.