პრემიერი საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

12:06, 12.11.2026

საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა, სადაც დისკუსიის მთავარი თემა – ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლი იყო. ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ევროპას შორის კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანა თანამშრომლობის გაღრმავების ერთგული რჩება. გაწევრიანების გზაზე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობები საკმარისად პოზიტიური არ არის, თუმცა თბილისი ამ ვითარების შეცვლით არის დაინტერესებული.

„საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და პირდაპირი მოთხოვნა „მეორე ფრონტის“ გახსნაზე“ — ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის კონფერენციაზე ის შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე თქმით, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობდნენ. პრემიერის განცხადებით, ამ მოთხოვნით მასთან და მის წინამორბედთან, ოფიციალურ პარიზთან დაკავშირებული მაღალჩინოსანი მივიდა. კობახიძე ამ პირს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელს უწოდებს და ამბობს, რომ ომში ჩართვის ინტერესი, არა თავად ევროკავშირს ან ამერიკის წინა ადმინისტრაციას, არამედ მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მქონე ძალებს ჰქონდათ.

მსგავსი