პრემიერი საბანკო რეგულაციების გადახედვას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, საბანკო რეგულაციების გადახედვა მოხდეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ცვლილებების შედეგების შესაფასებლად, ჯერ საკმარისი დრო არ გასულა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, დეტალურ ანალიზს ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსები ახორცილებენ.

დასკვნა კი უახლოეს მომავალში იქნება. შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაც სწორედ ამ მოკვლევის შედეგებზეა დამოკიდებული.