პრემიერი რთველის საკოორდინაციო შტაბში
როგორ მიმდინარეობს ყურძნის კრეფისა და ჩაბარების პროცესი – პრემიერი გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, წელს გამორჩეულად უხვ მოსავალს ელოდებიან და რაც მთავარია განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. დღევანდელი მონაცემებით, კახეთში 200 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმო მოსავალს 22 ლოკაციაზე იბარებს. არსებული რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წელს სახელმწიფომ გამონაკლისი დაუშვა და ყურძნის ჩასაბარებელი ფასი გაზარდა.