პრემიერი რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

15:05, 16.05.2023

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რამდენიმე საათში გაიხსნება. ორდღიანი სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერიც მიიღებს მონაწილეობას, დეკლარაციის მიღებით დასრულდება. დოკუმენტში უნდა აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაც. რეიკიავიკის ლიდერთა სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვითაც მიმართავს.

მსგავსი