პრემიერი - რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შსს-ს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი

რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროვოკაციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ძალამ, რომელმაც მოქალაქეების პროტესტი იარაღად გამოიყენა. ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, იყო გადაცდომები და ძალის გადამეტება, რაც გამოძიების საგანი უკვე გახდა.