პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით

გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პრემიერი დღეს პარლამენტში მივიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით გამართულმა შეხვედრამ, ხმამაღალი განცხადებების ფონზე ჩაიარა. მამუკა ბახტაძემ დღეს სტატისტიკური მონაცემები წაიკითხა იმის დასადასტურებლად, რომ მძიმე დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემცირებულია.

სხვა დანაშაულების წილის ზრდას, მთავრობის მეთაური, მათი აღრიცხვის მეთოდის შეცვლით და მოქალაქეთა მიმართვიანობის ზრდით ხსნის.

დღეს ოპონენტებს, საპარლამენტო ტრიბუნიდან 2011 წლის სტატისტიკაც შეახსენეს.