პრემიერი „ოცნების ქალაქში“ 

პანდემიის მიუხედავად ე.წ. ოცნების ქალაქის მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობამ უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი