პრემიერი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე

ბოლო ორ კვირაში უკვე მეორე ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

საქართველოს პრემიერს ხვალ დუბაიში მოუსმენენ. მსოფლიო მთავრობათა სამიტი იწყება. 30 ქვეყანა, 6 000-ზე მეტი მონაწილე – დუბაიში სახელმწიფო მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. დღის წესრიგის მთავარი თემებია გლობალური ეკონომიკა, ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება, კლიმატური ცვლილებები. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხებზე საუბრისთვის გამოიყენებს საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო პლატფორმას. სამიტის მონაწილეთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრების გამართვაც.