პრემიერ-მინისტრი თვითმმართველი ქალაქის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. დისკუსიას მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. კობახიძის თქმით, საუბარი შეეხო გრძელვადიან გეგმებს, რომელებიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს. აქცენტი გაკეთდა სოციალურ საკითხებზე. პრემიერის ინფორმაციით, ისაუბრეს ოპტიმიზაციაზე.