პრემიერი მცხეთის მუზეუმს სტუმრობდა

15:16, 22.09.2025

პრემიერ-მინისტრმა, კულტურის მინისტრთან ერთად, მცხეთის ახალრეაბილიტირებული მუზეუმი დაათვალიერა. სტუმრებს ახალი კონცეფცია გააცნეს, რომლის გათვალისწინებითაც, მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები და მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა და მუზეუმის პერსონალის შერჩევა. საგამოფენო სივრცეებს ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში მცხეთის შესახებ არსებული მასალები.

მსგავსი