პრემიერი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

პრემიერ-მინისტრი ინფექციურ კლინიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას იტარებს.

ირაკლი ღარიბაშვილს ვირუსი ოთხი თვის წინ, 6 აპრილს დაუდასტურდა, დღეს კი შესაძლებელია, რომ მან ვაქცინაცია ჩაიტაროს. ახალი პროტოკოლის თანახმად, აცრა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებმაც „კოვიდ -19“ 30 დღის წინ გადაიტანეს.