პრემიერი კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

შეხვედრაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია არჩეული პროფესიებისა და იმ მოტივაციის შესახებ, რამაც მათ მიერ უნივერსიტეტების შერჩევა განაპირობა.

გიორგი ჩუბინიძეს, გიორგი კლდიაშვილს, ლექსო ბორაშვილსა და ლუკა მდივანს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდება.

კომაროვის სახელობის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უფლება სასწავლო წლის დასრულებამდე პირველად მოიპოვეს.