პრემიერი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა. ყურადღება განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.

ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი.

გამოითქვა ინტერესი ქართული ქვევრის ღვინის მიმართ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის მნიშვნელობას სახელწოდებით, „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომელიც ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.