პრემიერი გაერო-ში სიტყვით გამოვა

12:07, 27.09.2018

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით დღეს პრემიერ-მინისტრი გამოვა.

მამუკა ბახტაძე გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მთავრობის მეთაური გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს.

 

მსგავსი