პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტის მონაწილეებს დღეს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. რა ზომებს იღებს საქართველო კლიმატური ცვლილებების შედეგად დამდგარი გამოწვევების დასაძლევად – ამ თემაზე გაამახვილებს ყურადღებას ირაკლი ღარიბაშვილი ხუთწუთიან მოხსენებაში. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში დაგეგმილ მრგვალ მაგიდაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ენერგეტიკის სფეროს და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაეთმობა.

ეგახსენებთ, რომ სამიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაიხსნა, მას 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება. გლობალური კლიმატის შესახებ გაერო-ს წლევანდელ ანგარიშში მძიმე პროგნოზებზე საუბარი.