პრემიერი გადადგა - პოლიტიკური შეფასებები

პრემიერის გადადგომის შემდეგ, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, – ვინ იქნება მთავრობის ახალი მეთაური და მოსალოდნელია თუ არა მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებები. ამ შეკითხვებს პასუხი დიდი ალბათობით ხვალ უნდა გაეცეს, როდესაც პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობას შესაძლოა შინაგან საქმეთა მოქმედმა მინისტრმა უხელმძღვანელოს, დღეს მმართველ გუნდში ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ გიორგი გახარიას წარდგენას პროგნოზირებს ოპოზიცია, რომელიც ამ კონტექსტში მთავარ აქცენტს 20-21 ივნისის მოვლენებზე აკეთებს, სამთავრობო ცვლილებებს კი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

უკვე ყოფილმა პრემიერმა დღეს თანაგუნდელებისგან არაერთი მადლობა მიიღო, თუმცა მინიშნებები გაკეთდა გარკვეულ ნაკლოვანებებზეც.