პრემიერი ფონდების ანგარიშების დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფონდების ანგარიშების დაყადაღების საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ენჯეოების მსგავსად, მათი საქმიანობაც გაუმჭვირვალე იყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში. მისივე თქმით, პროკურატურა შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და ამის შემდეგ საზოგადოება დაინახავს, სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია 5 ფონდის – „ნანუკას ფონდის”, ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯიაა“, ფონდის „ერთმანეთისთვის“, „სირცხვილიასა“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #დღისთემა #LIVE