პრემიერი ფატუ ბენსუდას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეხვდა. ფატუ ბენსუდასთან საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიების  პროცესს.