პრემიერი ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმაურება

ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომხდარს საგამოძიებო ორგანოები შეაფასებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია მარგველაშვილის სიტყვები, სადაც მან არასრულწლოვნების მკვლელობისა და გირგვლიანის საქმეები გააიგივა.

მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის შეთავაზებასაც, გაიმართოს მთავრობის სხდომა მისი მონაწილეობით, სადაც უნდა განიხილონ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები.