პრემიერი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობს

15:01, 03.05.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტს სომხეთი მასპინძლობს. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება. მთავრობის მეთაური დაესწრება ოფიციალურ მიღებასაც, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გაიმართება. რა საკითხებზე გაამახვილებს ქართული დელეგაცია ყურადღებას – სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი