პრემიერი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობს

18:01, 03.05.2026

ხვალიდან, 4 მაისიდან სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი გაიხსნება. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ახლა ერევანში იკრიბებიან. სომხეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ კანადის, ნორვეგიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები. სტუმრებს შორის იქნება ქართული დელეგაციაც, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება. მთავრობის მეთაური დაესწრება ოფიციალურ მიღებასაც, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გაიმართება.

მსგავსი